ცარიელი დღეები (X ნაწილი)

Featured image

You’re killing me again, Am I still in your head?

– Archive

1.

10 ივლისს 60 წელი გახდა, რაც ბაბუაჩემი და ბებიაჩემი ერთად არიან. ვშტერდები ამ ფაქტზე. ასეთი იდეალის შემყურეს, ცხოვრების მანძილზე 4-ჯერ მქონდა მცდელობა მსგავსი ურთიერთობა შემექმნა. არ გამოვიდა. ეხლა უკვე აღარც ვცდილობ. ან რაღას უნდა ვეცადო, 60 წლის მერე 97 წლის “ვიქნები”.

ხოდა მომინდა  განსაკუთრებულად მიმელოცა, ასეთი დღე შენს გარშემო ან ერთხელ აქვთ, ან საერთოდ არცერთხელ. უშედეგოდ ვცდილობდი ორიგინალობას – წავედი და ყვავილები ვაჩუქე.

ამის გარდა, ამ დღეს მამაჩემის დაბადების დღეც იყო, ბებიაჩემის დის და ჩემი ბიძაშვილის – ყველას მივულოცე. კიდე რაღაცები უნდა მომესწრო, მეორე დღეს მივფრინავდი. სახლიდან ჩემს ძმასთან ერთად გამოვედი და უკვე მერამდენედ მანქანა პატრულმა ჩამოგვართვა. მერე მე Anticafe-ში მივედი, ბაბუაჩემის გაკეთებული ძველი პოსტერი მივუტანე, გავაკარით და საჩუქრების კუთხეს მოუხდა. მერე „მელნიკოვაში“ მივედი მეგობრები მოვინახულე, ერთ-ერთმა მითხრა შენ ბლოგს Twitter-ზე ვანთავსებ ხოლმეო. მერე ძმაკაცმა დამირეკა Summer Set-ზე არ წამოხვალო? მეთქი რა დროს ეგ არის…

2.

აეროპორტში ვიჯექი. ჩემი მეგობრები ქუთაისიდან მიფრინავდნენ, მე მარტო მივფრინავდი თბილისიდან. ტელეფონი სახლში დავტოვე და უცებ დავაფიქსირე რო 2 კვირანახევარი უსაათოდ ვიქნებოდი. არადა მთელი ცხოვრება სულ დროს დავყურებდი. გული არ დამწყდა, ვიფიქრე, რო ასე ერთგვარი ექსპერიმენტი იქნებოდა. ძაან მეძინებოდა, 3 ღამე იყო წესიერად არ მძინებია, ფრენაზეც დიდად არ ვგიჟდებოდი და თან რო მოვედი, პასპორტის კონტროლზე მითხრეს, ქარია გამოცხადებულიო. ასე იყო თუ ისე, 3 წელია არსად არ გავსულვარ და რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც კარგი იქნებოდა.

თვითმფრინავის ფრთასთან მდებარე ფანჯარასთან მოვთავსდი, აღმოჩნდა რო საავარიო ფანჯარა იყო, რის გამოც განსაკუთრებული მოწიწებით ამიხსნეს, თუ რა უნდა მექნა კატასტროფის შემთხვევაში. უზარმაზარ თეთრ ღრუბლებში როცა გავეხვიეთ, ფანჯარას ფარდა ჩამოვაფარე, ყურსასმენები გავიკეთე, მუსიკა ჩავრთე, წყალი მოვითხოვე და ვალიუმი დავლიე. ერთი კბილის ექიმთან ვიზიტის მეშინოდა და მეორე – ფრენის. ზემოთ ვიყავი, არ მიყვარდა ასე ზემოთ ყოფნა, მაგრამ მგონი პირველი შემთხვევა იყო როდესაც ქვემოთ დაბრუნების არანაირი მოტივაცია არ მქონდა. აბსოლუტურად სავსე თვითმფრინავში კი, ჩემს გვერდით სკამზე არავინ იჯდა, რაც საკმაოდ სიმბოლური იყო.

მალე საჭმელი მოიტანეს, რაც ჩემთვის, ფრენის დროს, ყველაზე კაი გასართობია. Turkish Airlines-ი კარგი კვებით არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც ყველაფერი შევჭამე, ლორის გარდა რაღა თქმა უნდა. აღმოჩნდა რო ვეგეტარიანული მენიუ თუ მინდოდა ბილეთის ყიდვისას წინასწარვე უნდა შემეკვეთა. მერე ცოტა ხნით თითქოს დამეძინა და გამეღვიძა სტამბოლში როცა ვჯდებოდი, სადაც 15 წლის წინ 1 კვირით ვიყავი, ეხლა კი Gokcen-ის აეროპორტში მხოლოდ 1 საათი მქონდა იმისთვის, რო მეორე თვითმფრინავში გადავმჯდარიყავი. ჩემებიც სადღაც აქვე იყვნენ, მოლაპარაკებული გვქონდა პიცერია Sbarro-სთან უნდა შევხვედრილიყავით. Sbarro-ში 3 თვე მიმუშავია, პიცას ვაცხობდი, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და თანაც ამსტერდამში.

3.

შევხვდით, გაგვიხარდა, ყველანი დაღლილები ვიყავით. მე მალე გამოვფრინდი და ნახევარ საათში ისინიც წამოვიდნენ. მეორე თვითმფრინავშიც რო ავედი, სალონი გადაჭედილი დამხვდა და ჩემს გვერდით სკამი ისევ ცარიელი. გამეცინა. ნეტა ჩემი ქვეცნობიერი ორ-ორ ბილეთს ხო არ ყიდულობდა, ისე რო მე ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა.

აქ ისედაც უხორცო მენიუ მოიტანეს, თავი ჭამით გავირთე და მერე როგორც იქნა კარგადაც ჩამეძინა. მოკლედ ჩამოვედი და პასპორტის კონტროლზე მაგრად მაყურყუტეს, სად უნდა მეცხოვრა მისამართი არ ვიცოდი, ვეუბნები მეგობრებს უნდა შევხდე, იმათმა იციან ეხლა მალე ჩამოვლენთქო, კაი დაველოდოთო, დაველოდეთ და აღმოჩნდა რო ისინი სხვა ტერმინალიდან გავიდნენ. მოკლედ ავცდით და სანამ პოლიციელის კომპიუტერიდან ჩემებს მანონის საშუალებით არ მივწერე, მისამართი მომწერეთქო, არ გამომიშვეს. პოლიციისგან განსხვავებით ქალაქი კარგად დამხვდა. ძალიან ბევრი მოტოციკლეტი იყო, ბევრი უცნაური ჯიშის ძაღლი. ავტობუსი შუქნიშანზე რო ჩერდებოდა მანქანებში ვიყურებოდი და ხალხი მღეროდა, ლამის ცეკვავდნენ. ასეთი იყო პირველი შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა ვაღიარებ – ეიფორიული და აჟიტირებული.

ჩემებს შევხვდი. სახლში მოვედი. ძაან გადაღლილი ვიყავი.

4.

მეორე დღეს გავიღვიძეთ და Day Party-ზე წავედით. ისე ცხელოდა, რო არ ვიცი, თბილისში სიცხეზე კორტასარის მატე და ბუზები რა ნამუსით გამახსენდა. მივედით და სანგრია დავლიე –  Drink sangria in the park. ძალიან ბევრი ლამაზი, ქერა, შავთმიანი, რიჟა, შავკანიანი, პირსინგიანი, დიდმკერდიანი გოგოები და ძალიან სიმპატიური, თესლთვალებიანი, დრედებიანი, მაღალი, წვერიანი, დაკუნთული, ტატუებიანი ბიჭები იყვნენ. შეზლონგში ჩავჯექი, ვუყურებდი და ძალიან მარტივად გასაგები ფაქტი იყო, რო ყველა შენი ვერ იქნება, ბევრად მაგარია როცა ერთს ირჩევ, იმის გამო რო მისი ყველა წერტილი გიყვარს… მაგრამ სამწუხაროდ ეს ჯერ ყველას არ ესმოდა.

ცოტა რამე გამომდის ისე კარგად როგორც პინგ-პონგის თამაში. მაგიდასთან მივედი და აქეთ მხარეს დიდი ხანი ვიდექი, იქითკენ კი როგორც ხდება ხოლმე, სულ იცვლებოდნენ. მოკლედ მშვენივრად გავერთე. სახლში ისეთი დაღლილი მივედი, რაღაც იყო საჭირო, კარგი და ახალი, ხოდა სხვა რა უნდა ყოფილიყო თუ არა White Lady.

ძილის წინ Morrissey-ს Everyday Is Like Sunday ჩავრთე, ვუყურებდი და გავდა, განსაკუთრებით ჩაცმულობით…..

5.

დილით პარკში წავედით, ბალახზე წამოვწექით, მოვწიე. მერე ჩინურ რესტორანში ჩემი საყვარელი ტოფუ ვჭამე. საღამოს სახლში მოვედი და ჩამეძინა, დამესიზმრა ვითომ ქუჩაში ვიდექი ქალაქს ვათვალიერებდი, უცებ  ავტობუსმა ჩაიარა, რომელსაც დიდი პოსტერი ქონდა გადაკრული წარწერით DIAS VACIOS. რო გავიღვიძე ნეტა რას ნიშნავს-თქო ვიფიქრე, ტრანსლეიტში ჩავწერე და აღმოჩნდა: DIAS VACIOS – ცარიელი დღეები.

როცა დაღამდა ჯერ სასეირნოდ წავედით, მერე კლუბში მივედით, ძალიან ბევრი ვიცეკვე და ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი წყალი დავლიე. რო გათენდა ზღვაზე გავედით, ქვიშაზე ვიდექი და ფეხებზე ხმელთა შუა ზღვა მეხებოდა. მოკლედ კარგი იყო, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ზღვიდან მზე ამოვიდა, აქამდე მხოლოდ ჩასვლა მქონდა ნანახი.

მერე დავიძინეთ და საღამოსკენ მოვედით ხოდზე, ისევ კლუბში მივდიოდით, ამ დროს თბილისიდან მეგობარმა მომწერა – ცხვირი გავიტეხე, ღია ჭრილობა მაქვს, სისხლს ვერ მიჩერებენ, თაბაშირი დამადეს, ნემს არ ვაკეთებინებ, არავის არ უშვებენ, ოპერაცია დაგჭირდებაო, ნეტა შენ იყო აქ. – რა უნდა მექნა, ვინერვიულე მარა აქედან რას გავაკეთებდი, კლუბში შესვლის წინ ქუჩიდან მივწერე – ვღელავ შენზე, იცოდე როცა დაგჭირდები ყოველთვის დაგეხმარები, უბრალოდ ეხლა ესე ცუდად დაემთხვა რო აქ ვარ. – სახლში რო მოვედი პასუხი დამხვდა – ნაკერები დამადეს, დასიებული ვარ, ვერ ვსუნთქავ, მარა მოტეხილობა არ არის, ნეტა სულ არ მეთქვა, მაპატიე რო დაგაპანიკე – ხოდა… ძალიან ლამაზი, გრძელი ცხვირი აქვს, ასე რომ ვაპატიე.

6.

ოთხდღიან მუსიკალურ ფესტივალზე წასასვლელად ვემზადებიდით – Blur, Portishead, Prodigy, Kaiser Chiefs, Noel Gallagher-ის ახალი ბენდი, Franz Ferdinand-ის ახალი პროექტი და Florence + The Machine – აი ასეთი სიამოვნება გველოდა წინ.

მოკლედ აქ ძალიან, ძალიან კარგი იყო და საშინლად მინდოდა ისიც გვერდით ყოფილიყო, ამდენი პოზიტიური ემოცია რომ ერთად გვეგრძნო. სულ იმაზე ვფიქრობდი, რამდენი რამე მოეწონებოდა. და თან როგორი ბუნებრივი, ნამდვილი, ლამაზი ემოციით იცოდა დადებითი მოვლენების მიღება, აღქმა და შეფასება.

როგორ მიყვარდა….. როგორ მიყვარდა, მისი გახარება.

[To be continued]

Advertisements

16 thoughts on “ცარიელი დღეები (X ნაწილი)

  1. We’re all seeking that special person who is right for us. But if you’ve been through enough relationships, you begin to suspect there’s no right person, just different flavors of wrong. Why is this? Because you yourself are wrong in some way, and you seek out partners who are wrong in some complementary way. But it takes a lot of living to grow fully into your own wrongness. And it isn’t until you finally run up against your deepest demons, your unsolvable problems—the ones that make you truly who you are—that we’re ready to find a lifelong mate. Only then do you finally know what you’re looking for. You’re looking for the wrong person. But not just any wrong person: it’s got to be the right wrong person—someone you lovingly gaze upon and think, “This is the problem I want to have.”…and yes, you’ve got the problem 🙂

    Like

      • ძალიან მაინტერესებს სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ცარიელ დღეებში

        Like

  2. აუ ნონო. რა კარგად წერ. ხანდახან, აი, ალაგ ალაგ ისეთს ჩაარტყამ ხოლმე. და ვგიჟდები ამ შენს სიყვარულზე. ძალიან ბევრს მოვწონდი/ეხლაც მგონი და ნეტავ, ერთს მაინც უფიქრია ასეთი მაგარი რაღაცეები ჩემზე? ერთი-ორჯერ კი მახსოვს – “ვიფიქრე, შენ მოგეწონებოდა აქ, ეს”. ასე ფიქრობთ ხოლმე ბიჭები? :)))))))))

    Like

  3. ეჰჰ როგორ არ ვიცოდი რომ ფიბ-ზე იყავი 😦 გამიხარდებოდა შენი ნახვა.

    Like

    • ლევანი ხარ? იქ იყავი?! ჩვენ გვეგონა რო ჩვენს გარდა ქართველი არ იყო )))

      Like

      • ლევანი ვარ, მე ვალენსიაში გადმოვედი უკვე 1 წელია. ეჰჰჰ იმედია მომავალ ფიბზე მაინც გნახავ.

        Like

      • აუ, რა კაი იქნებოდა რო მენახე ❤ თან სასაცილოა ეხლა აქ ამ ბლოგის კომენტებში რო ვკონტაქტობთ:)) ანუ ბენიკასიმში იყავი ხო?

        Like

      • მომავალში თუ მოხვდები ესპანეთში აუცილებლად შემატკობინე.

        Like

  4. ზუსტად ასე ვიყავი open air-ზე,როცა placebo-ს ვუსმენდი,ვერთობოდი,კარგი იყო,მაგრამ ის უფრო მაფრენინებდა ჩემთან რო არ იყო და ამაზე უფრო მეკეტებოდა,რო ვფიქრობდი,როგორ მოეწონებოდა

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s