ცარიელი დღეები (XX ნაწილი)

Featured image

The music sounds better with you

– Stardust

1.

ფერდინან სელინის „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ დავამთავრე და, როგორც იქნა, მეგობარს დავუბრუნე.

– მოგეწონა?

– კი, ძალიან, – ნამდვილად სასიამოვნო საკითხავი იყო.

– ეხლა რას კითხულობ?

– ჰერტა მიულერის „სუნთქვის საქანელას“, მეგობარმა მაჩუქა დაბადების დღეზე.

– კარგი, მერე დავილაპარაკოთ ფერდინანდზე.

– ჰო, აუცილებლად.

მართლა მშვენიერი რომანი აღმოჩნდა, სელინიც საკუთარ თავზე ყვებოდა, პირდაპირ და დაუფარავად, თავის მოგზაურობაზე, პრობლემებზე, მატერიალურ თუ სულიერ გაჭირვებაზე.

მე კი ერთ რამეზე ვფიქრობდი, იმის გამო რომ იდეალისტი და ამავე დროს რადიკალისტი ვარ: ან ისეთი ბედნიერი ვიქნები, როგორიც მის გვერდით ვიყავი, ან საერთოდ აღარ ვიქნები არავისთან. ნაკლებ განცდაზე, ნაკლებ გრძნობაზე, ნაკლებ სიხარულზე არ დავთანხმდები. უკან გადადგმული ნაბიჯები არ მიყვარს.

2.

Wall-ში მივედი, ბევრი ხალხი დამხვდა, DJ რაღაცნაირ მხიარულ მუსიკას უკრავდა, თითქოს ისეთს, როგორიც არ უნდა მომწონებოდა, მაგრამ კარგი განწყობა იყო, ყველანი ცეკვავდნენ. უცებ პატრული მოვიდა და ყველაფერი მოსპო, საბუთი წარმოადგინეს, სადაც ეწერა, რო 23:00 საათის შემდეგ ხმაური აღარ შეიძლება, უიკენდზეც კი. DJ შიგნით შევიდა, მაგრამ ისეთი თბილი ამინდი იყო, შენობაში შესვლის სურვილი არავის გვქონდა და ესე გააფუჭეს საღამო.

ერთი ლამაზი გოგო გავიცანი, რომელსაც ვუთხარი – ჩემი მოკრძალებული და კომპეტენტური აზრით, ისეთი გოგო ხარ, მგონია ტანსაცმელს მარტო Naf Naf-ში ყიდულობ და ბათუმში მარტო Fanfan-ში დადიხარ-თქო. სილამაზესთან ერთად, იუმორის გრძნობაც აღმოაჩნდა და ჩემი კომპლიმენტ-კალამბური ნორმალურად აღიქვა. მოკლედ სასაცილო იყო. ისე, ეს „სასა“ რა შუაშია ვერ გავიგე, „ჰაჰა“ ასე ვიცინით და ამიტომაც მგონი ამ სიტყვას „სასაცილო“ კი არა, „ჰაჰაცილო“ უნდა ერქვას.

მერე დავლიე და ქუჩაში მეგობრებთან ერთად ფეხით მივსეირნობდი, ვიღაც ნაცნობის ნაცნობებს ვუხსნიდი, მე ალკოჰოლი არ მიყვარს-თქო, თუმცა საშინლად არადამაჯერებლად გამოვიყურებოდი, რადგანაც ერთ ხელში ჭიქა „ვოდკა რედ ბული“ მეჭირა და მეორეში გაუხსნელი ბოთლი „Finlandia”.

3.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, ჩვენების თამაშს ვუყურე, მაგრად ითამაშეს და ძაან გამახარეს, ტონგას ძლიერ ნაკრებს მოუგეს 17:10.

საღამოს ჯერ HOLMES&WATSON-ში წავედი და იქიდან ყველანი Wall-ში, შედარებით ცოტა ხალხი იყო, ალბათ იმიტო, რომ იმ დღეს დიღომში Apparat-ი უკრავდა. საკმაოდ ბევრი დავლიეთ და რო თენდებოდა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, საჭმელად წასვლა ავიტეხეთ, „სამიკიტნოში“ მივედით, ერთ-ერთმა მენიუ მოიმარჯვა და მიმტანს მიმართა: მოგვიტანეთ – ღორის მწვადი, ქათმის მწვადი, ჩაქაფული, კიტრი-პომიდორის სალათა, ღომი, სოკო კეცზე სულგუნით, 2 პორცია კარტოფილი, დიდი აჭარული ხაჭაპური 3 კვერცხით… ჩვენ გვეცინებოდა, იმიტომ რომ სულ ოთხნი ვიყავით და გვეგონა რო ხუმრობდა, ის არ ჩერდებოდა და კიდე და კიდე უკვეთავდა და რაც მთავარია, რო მორჩა, ოფიციანტს ასე უთხრა – დანარჩენს ბიჭები გეტყვიანო. ძაან სასაცილო იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემმა ძმამ კიდე შეუკვეთა ლობიო, ჭადი, ფხალი, ბადრიჯანი და კიდევ აღარ მახსოვს რა აღარ და თვითონ დაიძინა, ისე რო სანამ არ წამოვედით, არც გაუღვიძია და, შესაბამისად, პირიც არაფრისთვის დაუკარებია, დანარჩენს ორს გვეყო საღი აზრი და მეტი აღარ შევუკვეთეთ. ნახევარი, ბუნებრივია, ისედაც ვერ შევჭამეთ და წამოსვლისას ვთხოვე ვეგეტარიანული რაც არის, კონტეინერებში ჩამილაგეთ და გამატანეთ-თქო. იმდენი იყო, რო ნაწილი დღემდე მაცივარში მაქვს.

მოკლედ სახლში ესეთი დახუნძლული რო მივედი, უკვე თენდებოდა და დროზე უნდა მომესწრო გამოძინება, მეორე დღეს ჩემი მეგობრის ქორწილი იყო.

4.

გვიან გამეღვიძა და სწრაფად დავიწყე მოწესრიგება. წავედი, ახალი „ბრიტვა“ ვიყიდე, გავიპარსე, კარადიდან ღია ფერის „საროჩკაც“ გამოვაძვრინე. საჩუქარზეც ვიზრუნე, როგორც ხელმოკლე ხელოვანებმა იციან ხოლმე, ჩემი ნახატი ამოვაბეჭდინე, შუშაში და ჩარჩოში ჩავსვი და უკან მისალოცი წარწერაც გავუკეთე. ნახატი, რა თქმა უნდა, თემატურად შევარჩიე, ჩახუტებული წყვილის.

ქორწილი „ტერასაზე“ იყო, ძალიან მშვიდ, წყნარ და მყუდრო გარემოში, ისეთში, როგორშიც იდეაში უნდა იყოს ყველა ქორწილი და ანუ ისეთში, როგორშიც თითქმის არასოდეს არის ხოლმე ქართული ქორწილები.

შამპანურს ვწრუპავდი, მაგიდაზე რაც კი ზეთისხილი იყო, სულ შევსანსლე და მერე, როგორც მჩვევია, პატარა ბავშვივით ველოდებოდი, როდის დაჭრიდნენ ტორტს. ამასობაში სიძემ იმღერა, რაზეც სტუმრები წამოიშალნენ და იცეკვეს, ცოტა მეც გავმოძრავდი, მარა მალე დავბრუნდი მაგიდასთან და ხილს და თხილს მივეტანე. ძალიან მიხარია, როდესაც ბედნიერ წყვილს ვხედავ, მითუმეტეს, თუ ისინი ჩემი ახლობლები არიან. საერთოდ ჩემს თვისებებზე არ ვგიჟდები და ალბათ ამიტომ გამორჩეულად მიყვარს ჩემში ეს თვისება – ძალიან მიხარია ხოლმე სხვებთან იმის დანახვა, რაც მეც მინდა და არ გამომდის.

5.

ჩემმა მეგობარმა დამირეკა, ისრაელში რო ცხოვრობს, ისევ რამდენიმე დღით ჩამოსულა და შევხვდეთ გავისეირნოთო. შევხვდი, შვილთან ერთად იყო, ძალიან მაგარი ბიჭი ყავს, უკვე დიდია, მგონი 14 წლის. ერთად ვისეირნეთ კუს ტბაზე, მზესუმზირას ვაკნატუნებდით, თან ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით, ჭკვიანური სახით და ათას ჭკვიანურ რამეზე, სულელურით.

მერე მოგვშივდა და „რეტროში“ წავედით, აჭარული ხაჭაპური და ნაღების ლიმონათი შევუკვეთეთ და ასეთ უბრალო დროის ტარებაში, რაღაც იყო ძალიან კარგი, მეგობრული და განსაკუთრებული.

რო გაფრინდა, მივწერე – ძაან კაი იყო ის დღე კუს ტბაზე და მერე ხაჭაპურები ; ) რაღაცნაირად კარგად დამამახსოვრდა. მიყვარხარ! და შენს არაჩვეულებრივ შვილზეც ვგიჟდები : )

6.

ოთხაშაბათია, მთელი დღე სახლში ვზივარ და ვფიქრობ, რა არ მიყვარს, ერთხელ, მახსოვს, ჩამოვთვალე კიდევაც, ხოდა ეხლა ვიხსენებ, არ მიყვარს – ფენოვანი ხაჭაპური რო მეფხვნება, დიდ-ჩანთიანი გოგოები, მთვრალები, კაცებს რო ფეხბურთი არ უყვართ, წვიმა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, სიგარეტის კვამლი, ტრანსპორტში კონდიციონერისგან ცხვირში რო გასრუტუნებს (თუმცა უფრო მეტად არ მიყვარს ეს კონდიციონერი თუ გაფუჭებულია), იაფფასიანი სუნამოს სუნი, სნობები და თავხედები, ინტერნეტი რო ჭედავს, სიცხე და სიცივე, ბიჭებს თუ კატები ძაღლებზე მეტად უყვართ, როცა ვინმე ახველებს, მანქანების სიგნალი, 09-ში რო არავინ პასუხობს, სანადიროდ რო დადიან, შეკითხვა: ტაქსი ხო არ გინდათ? – და ალბათ კიდევ ათასი რამ, რაც ეხლა ვერ გავიხსენე.

ჩამეძინა და რო გამომეღვიძა, ვიფიქრე, ეს ნაწილი პატარა გამოვა-თქო, ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ შედარებით ცარიელი დღეები იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ეხლა ვწერ. ამ აბზაცს დავამთავრებ და ეგრევე უნდა ავტვირთო, თან ჩაის ვსვამ, ტყის ხილის ჩაის, ეს ჩაი ერთად ვიყიდეთ. თითქმის ნახევარი წელია, რაც აღარ მინახავს, მე კიდე ვზივარ და ჯერ კიდევ ტყის ხილის ჩაის მივირთმევ.

უჰუ, აი იმ ჩაის, მე და შენ ერთად რომ ვიყიდეთ…

[To be continued]

Featured image

Advertisements

24 thoughts on “ცარიელი დღეები (XX ნაწილი)

  1. Maybe I’m too busy being yours to fall for somebody new- ვუსმენდი არქტიკელ მაიმუნებს და შენ და ტყის ხილის ჩაი გამახსენდით 😉

    Like

  2. How many secrets can you keep?
    ‘Cause there’s this tune I found that makes me think of you somehow and I play it on repeat
    Until I fall asleep 😉

    Like

  3. ეს შენი ნახატია? ვააა. ძაან მაგარია. ბიჭი რატო არ ეხუტება?
    მშვენიერი ნაწილი იყო. შენი განწყობაც უკეთესდება, რაც მახარებს.:)

    Like

  4. აჰა შენ სასაცილოს ჩემი ახსნა.
    სი-ც-ი-ლი, ტირ-ილი, სი-ხარ-ული, ყვირილი, და აშ. ეს სი და ილი მაწარმოებლებია, ბრუნვის ნიშანია ბოლო ი და აშ.
    ანუ, იდეაში, თუ სწორად ამოვქაჩე, სიცილის ძირი არის ც.
    სიცილისას ხო ჰაჰასაც ვამბობთ და თსც თსც რაღაც ეგეთ ბგერებს.
    ჰოდა ჩვენმა წინაპრებმა ეგ არის ც-ო.
    სა-საცილო კიდე დამატებითი მაწარმოებლითაა.
    ზეთს ოლ.
    ამიტო დაემთხვა ეს სასა))

    Like

  5. ამ ნაწილში განსაკუთრებით ბევრი “რო” იყო (თუმცა “რომ”_იც მომხვდა თვალში) ზოგადად “რო”_თი რომ წერენ/პოსტავენ არ მიყვარს, მაგრამ აქ თავიდანვე “მივიღე” ეს “რო”, რადგან ვიფიქრე ზეპირსიტყვიერი სტილის ილუზიის შექმნისთვის კეთდებოდა ესეც (როგორც მაგალითად სელინი აკეთებს განზრახ), და არა იმიტომ რომ (უპრიანი იქნებოდა– “იმიტო რო” ალბათ:) ) ალაგალაგ დაგავიწყდა…)) მოკლედ, რა მინდოდა ამ ჩემი გამოხტომით მეთქვა – ბლოგი სიყვარულზეა და ეს “რო” საერთოდ რა შუაშია, მაგრამ “რო” არ დამეწერა მაინც არ შემეძლო; დეტალია, მაგრამ სწორედაც რომ დეტალია მაგიტომაც… პ.ს. იმედი მაქვს,ფამილიარული არ ვიყავი ძალიან, სხვაგვარად სასაცილო გამოვიდოდა კომენტარის კვალობაზე

    Like

  6. რას ვერ იტან რომ დაწერე, რა გიყვარს ისიც მოაყოლე ბარემ ^_^ #ამელი
    პ.ს. ეს ნაწილი ყავის ჭიქას არ ეყო ბოლომდე… :/ ))

    Like

  7. ორ დღეში წავიკითხე, ყველა თავი, ამ თავის ბოლოს საკუთარ თავს ვკითხე, ასე რატომ დაგაინტერესა სრულიად უცნობი ადამიანის ცხოვრებამ, რომლის კითხვა არაფრის მომცემიათქო? მაგრამ ადამიანებს იმდენად გვწყურია სხვის ცხოვრებაში კირკიტი და ხელების ფათური, რომ ვერ მოვწყდი შენს ბლოგს… რათაც სერიალივითა, რომელიც თითქოს უაზრო და არაფრის მომცემია, მაგრამ უხილავი ძაფებით გიჭერს და იძულებულს გხდის, შემდეგ სერიას(თავს) მოთმინებით და ამავე დროს დიდი ინტერესით დაელოდო… 🙂 ფაქტია, რომ ძალიან დამაინტერესა, მომეწონა შენი წერის მანერა და იუმორი… მეც კი გამიჩნდა ბლოგის წერის სურვილი… 🙂 ოთხშაბათამდე… 🙂

    Like

  8. 20-ვე ნაწილი დღეს წავიკითხე, ძალიან საინტერესო და ემოციური იყო. ბევრი ძველი რამ გამახსენდა და “სულში ხელი მომიფათურე”. ახლანდელი კიდე უფრო დავაფასე და სურვილი გამიჩნდა ხვალიდან უფრო მეტად ვიზრუნო იმაზე, რომ ეს ყველაფერი არასდროს არ დავკარგო… მოკლედ მადლობა, ველოდები შემდეგ ნაწილს.

    პ.ს ჰაჰაცილოზე გამახსენდა, ადრე ვფიქრობდი სასწორს ესე რატო ვეძახით, როცა არაფერს ვასწორებთ. ვწონით და საწონი უნდა ერქვასთაქო…)

    Like

  9. რა ორ დღეში რათუნდა 12ზე დავიწყე კითხვა ეხლა დავამთავრე შვიდი დაიწყო. ჰოდა რამინდა ეხლა მიდა რო რაცშეილება გვიან მოკვდე ვერ ვიტან დაუსრულებელ ამბებს.

    Like

    • მე ხო მოხუცი ვარ უკვე:) ხოდა ჯერ მე მოვკვდები ))) ამიტომ ნუ გეშინია წაიკითხავ ბოლომდე ; )))))

      Like

  10. ვერც იმას ვერ იტან მთავარი გმირი რომ კვდება და გასვენებაში წვიმს

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s