ფეისბუქის დღეები (XXII ნაწილი)

Featured image

There’s never enough time

– Athlete

1.

ფეისბუქზე დავბრუნდი და რაც მერე მოხდა, ყველას გაგაკვირვებთ.

არ ვიცი, ალბათ მონატრებამ იმოქმედა, შეიძლება ცარიელის დღეების დასასრულმა, ან ყველაფერმა ერთად, მაგრამ ძალიან ბევრი Friend Request-ი მომდიოდა და თუ ადრე უცნობებს არ ვიმეგობრებდი, ეხლა ვიფიქრე, სნობიზმში ჩამეთვლება-თქო და ყველანი დავიმეგობრე. ჩავთვალე, მკითხველები იქნებოდნენ და მართლაც, ზოგი მწერდა, რა კარგად წერო, ზოგი ნაწყვეტებს აშეარებდა ბლოგიდან და ზოგს საერთოდ უფრო ახლოს გაცნობის სურვილიც აღმოაჩნდა. ჰოდა, კიდევ კაი, თაშომ დროულად დადო Relationship Status-ი, რის მერეც ეს უკანასკნელნი ცოტათი დაცხრნენ.

არ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ყურადღების დეფიციტს განვიცდიდი, მაგრამ მაინც, ეს მასშტაბი ჩემთვის უჩვეულო იყო. მთავარია, ვაცნობიერებდი, კონკრეტულად ჩემს პიროვნებას არ ეხებოდა ეს ყურადღება, უბრალოდ, ზოგიერთს როგორც ბლოგის ავტორი ვყავდი ზედმეტად რომანტიულად იდეალიზირებული. პარალელურად WoprdPress-ზეც რეკორდული ნახვები დაფიქსირდა. მოკლედ ყველა აქტიურობდა, რაც პრინციპში, მთლიანობაში საკმაოდ სახალიხო იყო.

2.

მეგობარმა გამომიარა, მშიაო და KFC-ში წავედით. მე ნასადილევი ვიყავი და ამიტომ მარტო შოკოლადის ნაყინი ავიღე. ძალიან უცნაური იყო, ერთჯერადი კეტჩუპი არ ქონდათ და პლასტმასის ჭიქაში ჩაუსხეს ცოტა. იმ წამს კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ მეოთხე წელიწადი გვიახლოვდებოდა, საუკეთესო.

– მოგკლავ იცოდე! – დამეტაკა, დავსხედით თუ არა.

– რატო?

– იცი მშვენივრად! – დამიბრიალა თვალები.

– რა გინდა? – ვხდებოდი, მარა ასეთ დროს სულელის როლი უნდა მოირგო გადასარჩენად.

– ფეისბუქიდან უნდა ვგებულობდე შენს ამბებს?! – მართლა დაეტყო წყენა.

– ხო, ნუ, რა ვიცი… მე თვითონ ნელ-ნელა ვგებულობ რა ხდება ჩემ თავს. – აქ უკვე გულწრფელი ვიყავი.

– ანუ, კარგად ხარ და ესე იგი მოვრჩეთ ყველანი ნერვიულობას? – გაიღიმა როგორც იქნა.

– მორჩით! – გავიღიმე მეც და ნაყინიან ტუჩებზე ენა გადავიტარე.

– ალილუია!

საღამოს თაშო მესტუმრა, ბებიაჩემის გამომცხვარ უგემრიელეს ბლინებს მივირთმევდით, ღოღნოშოს მურაბით. ჩემი საყვარელი ფილმი უნდა გაჩვენოო და I Origins ჩავრთეთ, კაი ფილმი იყო.

მართლა კარგად ვიყავი. ალილუია!

3.

უიკენდი დადგა. სად წავიდოდით… წავედით Wall-ში.

Wall-ი დამხვდა მთვრალი და მხიარული მეგობრებით სავსე და არ ვიცი, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი რო მისულიყვნენ, ალბათ იმათ არ შეხვდებოდნენ ასე. თუმცა არ არის გასაკვირი, ჯოლი და პიტი მათი მეგობრები ხომ არ არიან. მოკლედ ყველას უხაროდა ნონოს დაბრუნება ფეისბუქზე და ღიმილის დაბრუნება ნონოს სახეზე. ეჩქარებოდათ თაშოს გაცნობა და იმის გაგება, თუ როგორ გავიცანით ჩვენ ერთმანეთი. მისი ფოტო უკვე ნანახი ქონდათ, ბლოგი წაკითხული და ცოტა კეთილად ჭორაობაც მოესწროთ. ერთი ჩემი მეგობარი თაშოს კლასელი იყო და ამიტომ მეცილებოდა მის სხვებთან წარდგენაში, რაც კიდევ უფრო გასართობს ხდიდა ყველაფერს.

მგონი იმ ღამეს ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტჯერ მოვისმინე იყო  – მადლობა თაშო, რომ ისევ შეგვიძლია ნონოს დათაგვა.

პარალელურად ბლოგზე ნერვიულობდნენ, ხო არ მორჩები წერასო და მე ვამშვიდებდი, აუცილებლად გავაგრძელებ-თქო. უკვე ძალიან გვიანი იყო, როცა ერთი ჩემი მეგობარი მოვიდა და გვერდით მდგომ გოგოზე მითხრა:

– გაიცანი, ეს ქეთია.

– სასიამოვნოა, – გავუღიმე ქეთის.

გავიდა ზუსტად 10 წუთი და იგივე წყვილი მიახლოვდება.

– გაიცანი ეს ქეთია.

– ვიცნობ, – ვიღიმები ისევ და თან ვხდები, მეგობარი სასტიკად მთვრალია.

– პროჭი ხარ!

– რატო? – გამეცინა, ვერ გავიგე რას მერჩოდა.

– უჩემოდ რო გაიცანი!

4.

დილით ადრე მომიწია ადგომა. რამდენიმე დღის წინ მეგობრის დაბადების დღე იყო და გადაწყვიტა შაბათს გადაეხადა აგარაკზე. გამომიარა და წავედით. სანამ ბუხარში მწვადებს წვავდნენ, ჰამაკში ვიწექი, თბილი ამინდი და სასიამოვნო სუფთა ჰაერი იყო. ნელ-ნელა სტუმრები მოდიოდნენ. მარტო ბიჭები ყავდა დაპატიჟებული, ასე გადაწყვიტა და სულაც არ იყო მოსაწყენი. როცა ყველანი მწვადს ძიძგნიდნენ, მე კიტრს და პამიდორს ვახრამუნებდი ყველით და თონის პურით. ღვინოც გემრიელი გამოდგა. მშვენიერი დღე იყო.

მერე მეზობლის კოკერ-სპანიელი გვესტუმრა და იმასთან თამაშით გავერთე, ბიჭებმა იმდენი მწვადი აჭამეს, იმან ჯერ იქვე მოგვისაქმა, ბოლოს კი ეტყობა სიამოვნებისგან აბსოლუტურად მოეშვა და ერთ-ერთს ეცა სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს თავხედობა ძვირი დაუჯდა, გავაძევეთ და მერე მთელი საღამო გვიყეფდა ღობის იქიდან.

მანამდე მასთან ერთად ფოტოს გადაღება მოვასწარი და თბილისში რო დავბრუნდი ფბ-ზე ავტვირთე. საყვარელი ცუგა იყო და, რა თქმა უნდა, ბევრი ლაიქები დაიმსახურა.

5.

ეხლა მე გაჩვენებ კარგ ფილმს, ვუთხარი თაშოს და Lost in Translation-ს ვუყურეთ. ვფიქრობ არც ის დარჩა უკმაყოფილო.

როდის მოხვალთ ჩვენთან სტუმრად? – მოგვწერეს ამ დროს ფეისბუქზე მარიმ და გოგამ, რომლებთანაც 6 თვის წინ, გადაღებაზე პირველად ვნახე თაშო. უფრო ზუსტად კი მან მნახა, იმიტომ რო მე იმ პერიოდში ისეთ ქვესკნელში ვიყავი, საერთოდ ვერაფერს ვხედავდი. თუმცა მაინც გასაკვირია, რო ვერ დავიმახსოვრე და 2 კვირის წინ Wall-ში შეხვედრისას მეგონა პირველად ვხედავდი. –  დღესვე გესტუმრებით, – უპასუხა თაშომ და საღამოს წავედით.

ძალიან კარგი სტუმრობა გამოგვივიდა, სამზარეულოში ვისხედით მყუდროდ და უნოს ვთამაშობდით, კარტის თამაშია ასეთი, მშვენიერი გასართობია. მარი ხან ჟოლოს ჩაის მისხამდა, ხან პიტნისას, შიგნით ლიმონსაც მიწურავდა და მიუხედავად იმისა, რო ციტრუსები არ მიყვარს, ისე ახერხებდა ამ ყველაფერს, უარს ვერ ვეუბნებოდი. რაღაც მომენტში გადაწყვიტა, შენ მგონი ცივდებიო და პლედიც მომახურა. არადა, ცხელოდა საკმაოდ. გოგა ბევრს გვაცინებდა, თაშო პირველად თამაშობდა და იჯდა კმაყოფილი სახით, მე კიდე უნოს ვიგებდი. უკვე გვიანი იყო, ყველას გვეძინებოდა და მაინც ვერ ვეშვებოდით თამაშს. რო წამოვედით, ვფიქრობდი, რა კარგები არიან, კიდე მოვიდეთ სათამაშოდ-თქო, ვფიქრობდი კი არა, თაშოს ვუთხარი კიდევაც მგონი.

6.

ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.

– გისმენთ.

– გამარჯობათ, გადაცემა „კომუნიკატორიდან“ გაწუხებთ, თუ გცალიათ და სურვილი გაქვთ, დღეს გვინდა რომ ჩაგწეროთ.

ალბათ ისევ ბლოგის ამბავია-თქო, ვიფიქრე ნახევრადმძინარემ, მაგრამ თურმე ვცდებოდი.

– 2 საათში მოვალთ, პატარა ინტერვიუს ავიღებთ თქვენგან, როგორც სტაჟიანი ვეგეტარიანელისგან, – გააგრძელა გოგონამ სასიამოვნო ხმის ტემბრით.

– კი, ბატონო გელოდებით – დავთანხმდი მე, ავდექი, გადავივლე, ჭურჭელი გავრეცხე, გამოვხვეტე, მტვრები გადავწმინდე და მოვიდნენ.

– აუ, ძალიან პატარა ბინაა, ყველაფერი ბრტყელი გამოვა, – სახე მოეღრიცა ოპერატორს.

ჰმ, თითქოს მე არ ვიცოდი, რო პატარა ბინაში ვცხოვრობდი. ჰოდა, დიდი სივრცე თუ გინდათ, მაშინ ჩემებთან წავიდეთ-თქო, შევთავაზე, კაიო, გაუხარდათ და წავედით იქ, სადაც დიდი სახლიც იყო და ლამაზი ეზოც. ბოლოს გადაწყვიტეს, ეზოში გადაგვეღო და მოვყევი, როდის მივიღე ეს გადაწყვეტილება, როგორი კმაყოფილი ვარ და რამდენად რთულია იყო ვეგეტარიანელი ქვეყანაში, რომელშიც ხორცის ჭამის დიდი კულტურაა. მერე მითხრეს, მოგწერთ, როდის გავა ეთერშიო და წავიდნენ.

საღამოს რაგბი იწყებოდა, რამდენიმე დღის წინ ახალ ზელანდიასთან არ იყო გასაკვირი რო დავმარცხდით და აი, ნამიბიასთან აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბლოგს ვწერდი, მარა რაგბის მაინც ჩავუჯექი და მიუხედავად იმისა, რო მსაჯს ძალიან არ უნდოდა, გავიმარჯვეთ. ერთი სიამოვნება იყო ასეთ დროს ფეისბუქზე შეჭყიტვა, ყველა მეგობარი ისე ერთსულოვნად გულშემატკივრობდა ბიჭებს.

ნამდვილად ძალიან იშვიათი და გასახარი იყო ასეთი პოზიტიური ერთიანობის განცდა… დიდი მადლობა, მარკ!

[To be continued]

Advertisements

18 thoughts on “ფეისბუქის დღეები (XXII ნაწილი)

  1. და მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისთვის… 🙂 რაც მთავარია, მადლობა ნონოს, საინტერესო ბლოგისთვის… 🙂

    Like

  2. ვააააააშაა, ვაშა! )))) არა, რა, მართლა ვწუხდი ცოტა არ იყოა, რა არი, რამდენ ხანს წუხს ეს პატიოსანი ადამიანი მეთქი და აჰა! გახალისდი ისევ:)

    Like

  3. და თაშო რომ ახსენე წინა კვირას, ეგრევე მოვძებნე ფბ ზე, რა იმდენი თაშო იქნება მეთქი. ჰოდა ვიპოვე და დავთვალიერე. და ჩემი შერლოკჰოლმსობით კმაყოფილი დავრჩი. ჰოოდა, ჩავედი შენი პოსტის ბოლოს და იქ არ დაგიდია სურათი ისედაც?!))))) თუმცა, მაინც კმაყოფილი დავრჩი მისი ფბ ის პოვნით

    Like

  4. თაშოს “დაკვეთით”, მინდა თქვენც გიყვარდეთ ეს ბლოგიო შემოგეჭერით, ეხლა უკვე მეც მოუთმენლად ველი ყოველ კვირას ახალ-ახალ დღეებს! 🙂 არ ვიცი სწორად და ლამაზად როგორ გადმოვცე, მაგრამ წრფელად კი ნამდვილად ვიტყვი, მიხარიხართ! ❤

    პ.ს. ცხოვრებაში ან "ნაგლი" უნდა იყო ან თამამი მაინც, ამ ლოგიკით იმ 1020 ფბ მეგობრიდან ერთი მე უნდა ვიყო, მაგრამ.. :/

    Like

  5. ეხლა რა ხდება იციი იმ გოგოზე რომ მოგინდება რაიმეს დაწერა (არადა ჯერ მოგინდება) ვეღარ დაწერ თაშოს პონტში. ა ჟალ.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s