მეგობრების დღეები (XXIII ნაწილი)

Featured image

It’s not like the movies

– Radiohead

1.

მეგობარმა მომწერა, გერმანიაში მივდივარ და ვისაც ჩემი ნახვა გინდათ, საღამოს Althaus-ში მოდითო. მივედი. მენიუ მოვიმარჯვე და კაი ხანი ვარჩევდი, ცივი ჩაის კოქტეილებიდან რომელი დამელია. მიმტანი გოგონა რო მოგვიახლოვდა, უკვე მზად ვიყავი.

– მე მინდა კივი კოლადა, – გავუღიმე ოფიციანტს, რომელმაც თავი დამიქნია და წავიდა.

– ეხლა ნახეთ, მოვა და მეტყვის არ გვაქვსო, ყველგან ასე ხდება, – გადავხედე ბიჭებს და მიმტანიც გამოჩნდა.

– უკაცრავად, მაგრამ კივი კოლადა არ გვაქვს, – ბიჭებს გაეცინათ, მე კვლავ მენიუში ჩავძვერი.

– მაშინ მინდა, კასაბლანკა პიტნა, – ისევ ღიმილით გავუწოდე მენიუ.

წავიდა, თუმცა 2 წუთში დაბრუნდა მორიდებული ღიმილით და მენიუთი ხელში.

– თურმე არც კასაბლანკა პიტნა არ გვაქვს, – ყველა იცინოდა, მათ შორის მეც – სიმწრისგან.

– აბა რა გაქვთ? – კიდევ ერთხელ გადავშალე მენიუ. სულ ასე ხდება-თქო, თავიდან ბიჭებს როცა ვუთხარი, ამას არ ვგულისხმობდი.

– ჟასმინის ბაღი გაქვთ?

– ერთი წუთით ვიკითხავ, – წავიდა, მალე დაბრუნდა, თვალებში ვეღარ მიყურებდა.

– მაპატიეთ, იცით არც ჟასმინის ბაღი არ გვქონია, – აქ უკვე მინდოდა მეთქვა, როცა გითავდებათ, ან უნდა შემოიტანოთ, ან მენიუში გადაშალოთ-თქო, მაგრამ კარგ ხასიათზე ვიყავი, თავი შევიკავე.

– მაშინ თქვენ უნდა მითხრათ რა გაქვთ, წითელი ხილის გაელვება გაქვთ? – გავუწოდე მენიუ.

– არა, არც ეგ… აი, იქნებ ჯინჯერის ნიავი, სიცილიური ფორთოხალი, ან ფრანგული ვარდი დალიოთ.

– არ მინდა ჯინჯერი, ფორთოხალი და ვარდი, – დამეტყო უხასიათობა, რაც მინდოდა არ ქონდათ და ამის გამო, რაც არ მიყვარდა, იმას ვერ დავლევდი.

– მაშინ ცისფერი ანგელოზი, – განაგრძო შემოთავაზება.

– ეგ რა არის? აქ არ წერია.

– მეორე მენიუშია.

– კარგი, იყოს ცისფერი ანგელოზი და მეორე მენიუც მომიტანეთ, – ვუთხარი დაღლილმა.

ცოტა ხანში, როგორც იქნა მაღირსეს ცივი ჩაის კოქტეილი. ბოლოს მიმტანმა ყურადღება გამოიჩინა და მკითხა თუ მოგეწონაო.

– არა, იმიტო რო ასკილით ყოფილა, – ვუთხარი კეთილად და მეორე მენიუში ინგრედიენტებზე მივუთითე.

– არა, არ აქვს მაგას ასკილი, ეგ ისე წერია…..

მოკლედ, საერთოდ ვეღარაფერი ვერ გავიგე და ასე დაბნეულმა გავაცილე მეგობარი შორ გზაზე.

2.

დილით მეგობრისგან საქმიანი წერილი მივიღე – ნონო, ქართულ სივრცეში იქმნება ახალი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ლიბერალური ღირებულებების ადამიანებს. პლატფორმის მთავარი მიზანი იქნება პროექტების და სხვა აქტივობების ჩატარება, რომელიც მიზნად დაისახავს ლიბერალური ცოდნის დონის ამაღლებას და ლიბერალური იდეების გავრცელებას, ინოვაციების დანერგვას, დამოუკიდებელი მედიის შექმნას, მხარდაჭერას და სხვა. – თუ გაინტერესებს საღამოს მოდი, ვიკრიბებითო.

ჰოდა, წავედი, ვნახო ერთი რა ხდება-თქო, ქუჩა შემეშალა და სხვა მისამართზე მივედი, თუმცა იქვე ახლოს იყო და ფეხით ავუყევი აღმართს, ზურგჩანთას ლეპტოპი მიმძიმებდა და გაბრაზებული ვილანძღებოდი, რა დროს მისამართების არევა იყო-თქო და თან მეცინებოდა, ლიბერალური იდეების გასავრცელებლად გინებ-გინებით რო მივდიოდი.

იქიდან საღამოს Wall-ში მივედი, კიდევ ერთი მეგობარს შევხვდი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა. ვიჯექით, ვლაპარაკობდით. ჯერ ჩაი დავლიეთ, მერე ყავა, ბოლოს ლუდზე გადავედით. გვერდით მაგიდიდან მეგობარი მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა – ეს ალბათ, ბლოგში რო წერ ხოლმე, ერთ-ერთი შენი ისეთი მეგობარია, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ცოტა ხნით ჩამოვიდაო. – ნამდვილად ასეა-თქო, ვუთხარი სიცილით და მიხვედრილობაც დავუფასე. ამის მერე კი უცნობი გოგო მოვიდა და მკითხა:

– შენ ხარ ნონო ანთაძე?

– კი მე ვარ.

– გამიხარდა პირადად რო გაგიცანი.

– ჩემთვისაც სასიამოვნოა.

– კაი, აბა წავედი. კარგად, – საკმაოდ თავშეკავებული ჩანდა.

– ნახვამდის.

– ეს შენი ფანი იყო? – მკითხა მეგობარმა.

– აჰა, ეგრე გამოდის, – გაგვეცინა.

ღამე ჩემი ძმები მოვიდნენ, ბიძაშვილები, თაშო, მეგობრები და ასე ტრადიციულად აივსო Wall-ი მხიარულებით…

3.

– მინდა გითხრა რომ დრამა მოაკლდა შენს ბლოგს, – შემომაპარა მეგობრული ტონით.

– ჰო, ბუნებრივია, მოაკლდებოდა, – დავეთანხმე მე.

– ჰოდა რამე უნდა ქნა.

– რა ვქნა?

– ხომ, იცი ხალხი დრამაზე და მსხვერპლზე ანძრევს.

აქ მივხვდი რო კაცი მესაუბრებოდა, თორე ქალი „სველდებას“ მეტყოდა. თვალები გავახილე. ჯონი დეპი მელაპარაკებოდა, ჩემი ოთახის კედელზე გაკრული Dead Man-ის პოსტერიდან.

– და რა გავაკეთო ჯონი?

– მე არ ვიცი, მე არ ვწერ ამ ბლოგს, შენ წერ.

– უჰ… ჰო, კაი მოვიფიქრებ რამეს.

– იმას ხო კარგად წერდი, „როგორ გვქონდეს სექსი ჯონი დეპთან“, – მითხრა თავისებური აქცენტით, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.

სახეზე ღიმილით გამეღვიძა, ჩემი ოთახის კედელზე გაკრული Dead Man-ის პოსტერს ვუყურებდი.

4.

თაშომ, დღეს საღამოს ჩემთან მოდი, ბლინები უნდა გამოვაცხო და ჩემი მეგობრები გაგაცნოო. უგემრიელესი ბლინები გამოაცხო, მივირთვი არაჟნით, მურაბით, ბანანით, ძალიან ვისიამოვნე. მეგობრებიც გავიცანი და მშვენივრად გავერთეთ.

ღამე ფეხბურთი იყო და ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც გერმანია თამაშობდა და მე ბუნდესნაკრებისკენ არ ვიქნებოდი, იმიტომ, რო ჩვენებს ხვდებოდნენ. მაგრამ ქართველებს ჩემი გულშემატკივრობით მაინც ვერ ვუშველე და 2:1 წავაგეთ. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ავღნიშნო, რო გერმანელებს ჩვენი დამარცხება საკმაოდ გაუჭირდათ.

მერე თაშოს ვუყვებოდი სულელურ ამბებს, მაგალითად როგორ მიყვარს – 22:22… და ამსტერდამში პირველ წელს, ყოველ საღამოს აკადემიიდან რო გამოვდიოდი, ჩემი ავტობუსი ზუსტად 22:22-ზე მოდიოდა ხოლმე და შარშან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოტცემ 113-ე წუთზე გამარჯევბის გოლი რო გაიტანა, იმ გოლს ხშირად ვუყურებ და ეხლა 1 წლის მერე აღმოვაჩინე, რო BBC-ზე გოლი რო გადის, იმ წამს ზუსტად 22:22 წერია ეკრანის კუთხეში, იმიტო რო იქ თურმე დამატებითი 30 წუთი ცალკე ითვლება და როგორც სხვა არხების წამზომებზე 90-ს არ ემატება-თქო. ჰოდა ასეთ რაღაცეებს ვყვებოდი და აბა ვინ მოისმენდა, ასეთ უაზრო დაკვირვებებს, თანაც ინტერესით, შეყვარებულის გარდა.

5.

ბებიაჩემმა, მოდი ღომს ვაკეთებო და, რა თქმა უნდა, მივედი. ძალიან გემრიელი იყო და ისედაც ძალიან კარგია იქ მისვლა, სიმყუდროვეში. ბებიაჩემი თან ტელევიზორს უყურებს, თან მელაპარაკება და თან გემრიელობებს მივირთმევ. მერე ერთ ოთახში შევიხედავ და დედაჩემი ზის ლეპტოპთან, მეორეში ბაბუაჩემი კომპიუტერთან და ასე ვბრუნდები ხოლმე, კარგ განწყობაზე.

საღამოს მე და თაშომ „ცისფერ მთებს“ ვუყურეთ, ერთმანეთს არ ვაცლიდით, ვინ რომელ ფრაზის თქმას დაასწრებდა, ბევრი ვიცინეთ და რო მორჩა, წავედით თაშოს მეგობართან. რომელსაც პატარა ძაღლი ყავს სახლში, სახელად რომეო. ჰოდა, მე და რომეო ისე დავმეგობრდით, ყველანი ეჭვიანობდნენ ჩვენზე, პატრონიც და თაშოც.

მერე, გვიან თაშოს მეგობრის დაბადების დღეზეც აღმოვჩნდი, სადაც მისვლისთანავე, აქ ასეთი წესი გვაქვსო, თავდაყირა ხელებზე დამაყენეს და ასეთ უცნაურ პოზაში დამალევინეს 1 ჭიქა.

იმ დღეს კიდევ ერთი კარგი ამბავი მოხდა, ჩემმა მეგობრებმა პიცერია გახსნეს, სახელად „Night Pizza” და აწი ღამით როცა კი მოგვშივდება, დავრეკავთ და გამოვიძახებთ.

6.

სახლს ვალაგებდი, პატარა ბლოკნოტი ვიპოვე, რომელშიც რაღაცეებს ვწერდი ხოლმე და 1 წელია თვალში აღარ მომხვედრია, ნამდვილად აღარ მახსოვდა, ბოლოს რა ჩავწერე, დიდი ინტერესით გადავფურცლე და შევკრთი:

ძალიან კარგად და ბედნიერად ვარ… დღეს მაგალითად ბიბლიოთეკაში ვიყავი, მერე სამსახურში, მერე ******-ს ვარჯიშზე გავუარე და ჩემთან წამოვედით, მარწყვი ვიყიდეთ და ვჭამეთ. მერე გავაცილე, რაღაც ცოტა კიდე წავიმუშავე, ეხლა ცოტას წავიკითხავ, ******-მ ლაგერკვისტი მათხოვა, მერე რამეს დავხატავ და დავიძინებ… ძალიან უნდა ვეცადო, რომ მასთან ერთად სულ კარგად ვიყო, ანუ კარგად ვიყოთ ერთად!

17 ოქტომბერი. 2014

რა უნდა ვთქვა ეხლა? რამე უნდა ვთქვა? არ დააფასა ეს ყველაფერი, არ უნდოდა და არ დააფასა. Dead Man-ის პლაკატს გავხედე და თვალი ჩავუკარი.

– ესე მოგწონს ჯონი?

[To be continued]

Featured image

Advertisements

14 thoughts on “მეგობრების დღეები (XXIII ნაწილი)

  1. დრამა და თაშო ერთად ალბათ არ გამოვა. ასე მგონია.
    და ბევრისთვის შენი “მობრუნება” inspiring იყო პირიქით ^_^
    პ.ს. მარტო ეს ბლოგი ხომ არ არის. ისე რომ წერო? პატარები თუნდაც. თუნდაც ბლოგის პარალელურად?.

    Like

      • მერე Wall-ში გნახავთ გაბადრულს და მიგიხვდებით 😛 ))
        პ.ს. ერთი-ერთ ოთხშაბათს დავფიქრდი, იქნებ საერთოდაც არ არსებობს “იიის” და მოიგონა-თქო. ან კი არსებობს, მაგრამ თვითონ კიარ წავიდა, ამან გააკეთა რამე ცუდი და მაგიტომ დაშორდნენ-თქო. )) ასე მგონია რო მამრებს ბევრად მარტივად გადააქვთ ეგეთი ამბები და მაგიტომ.. :დ #საკუთარიგამოცდილებისგანზოგადებადარაღაც ))

        Like

      • უი, Wall-ში დადიხარ:) არა! სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ბლოგი ნამდვილი ამბავზეა დაფუძნებული…

        Like

  2. უი შენც გიფიქრია ჯერ ის წავიკითხე და ენამ გამასწრო, სორი. მაინც კაია ჯერჯერობით და სულაც არ ვსველდებით ესე “წარამარა”.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s