დღეები (XXV ნაწილი)

Featured image

The truth is that I never shook my shadow

– Alex Ebert

1.

– გავიდეთ? – მკითხა თაშომ.

– რომელი საათია?

– სამი!

– წავედით, – ღამის 3 საათი იყო.

თაშომ ჯიპაში, მარისთან და გოგასთან ფოტოგრაფიის სწავლა დაიწყო და დავალება ჰქონდა. ღამე ხიდიდან უნდა გადაეღო ქვემოთ მიმავალი მანქანები. უფრო ადრე ვერ გავეტიეთ, იმიტომ რომ Night Pizza-ს ძალიან გემრიელი ვეგეტარიანული პიცა გამოვიძახეთ და თან ანიმაციურ ფილმს – Inside Out-ს ვუყურებდით. მოკლედ, გმირთა მოედანზე ჩავისეირნეთ, ესტაკადაზე ავედით და იქიდან შეუდგა საქმეს. მე თავიდან ოდნავ დაძაბული ვიყავი, აგორაფობია მჭირს და ხანდახან ხიდებზე გადასვლა მიჭირს ხოლმე, არაერთი სასაცილო ისტორია გადამხდენია ამის გამო. თუმცა ეხლა ეს შეგრძნება ნაკლებად გამძაფრებული მქონდა და ჩასაფრებულ თაშოს დიდი გულისყურით ვეხმარებოდი, თითქოს თვითონ ვერ გაიგებდა, მანქანა როდის მოგვიახლოვდებოდა.

ნახევარსაათიანი ჩხაკუნის შედეგად, ცოტათი შეციებულები სახლისკენ წავედით. გზაში იმაზე ვფიქრობდი – უკვე დროა ხელოსანი გამოვიძახო და ხელსაბანში ცხელი წყალი რო არ მოდის, გავაკეთებინო-თქო. ფოტოებმა კი, რაც მთავარია, მეორე დღეს, კარგი შეფასება დაიმსახურეს.

2.

უიკენდი დადგა და Wall-ში მივედით. გადაჭედილი დაგვხდა იქაურობა, გარეთ გათბობა დააყენეს და მიუხედავად იმისა, რო ოქტომბრის ბოლო იყო, ზოგს მხოლოდ მაისური ეცვა. თან ამ გათბობას ისეთი განათება ჰქონდა, გარედან დანახვისას აუცილებლად იფიქრებდი – იქ რაღაც კარგი ხდებაო და იმ აურაში მოგინდებოდა მოხვედრა.

თაშოს მეგობრებიც იქ იყვნენ და მერე, გვიან ღამე, დიდ გალერიში წავედით, Ellen Allien უკრავდა, რომლის შესახებაც, მანამდე საერთოდ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ძალიან მაგარი გოგო აღმოჩნდა, ხარისხიანი მუსიკა დაუკრა და თან საქმე იმაში იყო, რომ ჩვენ აქაურობისთვის იმ იშვიათ კონდიციაში ვიყავით, როდესაც მხოლოდ წყალს სვამ. ასეთ დროს კი, მოგეხსენებათ, განსაკუთრებით გემრიელად გერგება კარგი მუსიკა.

პირდაპირ Ellen-ის წინ ვიდექით, იმ ადგილას მუსიკა უფრო კარგად ისმოდა. პერიოდულად მომწონდა თვალდახუჭული განათების ციმციმს რო ვგრძნობდი, მერე მახსოვს თაშოს ყურში ჩავჩურჩულებდი, ყველა DJ ასე არ აკეთებს და კაია თვითონაც რო ცეკვავს, მასთან ერთად ვმოძრაობთ და ეგ ყველაზე კარგად გრძნობს ეხლა ამ მუსიკას-თქო.

3.

ნათლიაჩემმა დამირეკა, მომენატრე და ყავაზე და ნამცხვარზე „ო, მოდა, მოდა“-ში მოდიო. ეს მეორე ნათლია იყო, ის არა, ვინც კეტები ჩამომიტანა. ასეთი ტრადიცია გვქონდა, ჩემს დაბადების დღეზე კაფეში მპატიჟებდა ხოლმე, ამ ზაფხულს ვერ მოახერხა და ამიტომ ეხლა შევხვდი.

როგორც გვჩვევია, შეძლებისდაგვარად მოვუყევი მთელი წლის თავგადასავლები, პირად ცხოვრებაზე თუ საქმეზე. ბლოგზე რო ვუთხარი, მიპასუხა – ხო იცი ასტრიდ ლინდგრენმაც ეგრე დაიწყო თავიდან, უბრალოდ საკუთარ შვილს უწერდაო. მერე ცოტა თავის ამბებზეც მითხრა. მე კი ამასობაში იმაზე ვფიქრობდი, რო ნათლიაჩემი მგონი ყველაზე ღრმადმორწმუნე ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ და მე, როგორც ათეისტი, თამამად ვიტყვი, რო ყველა მორწმუნე ზუსტად ასეთი კეთილშობილი და რელიგიური თემატიკით აბსოლუტურად არათავსმომხვევი უნდა იყოს.

კაფედან რო წამოვედი, ვიფიქრე – მირონი და მადლი მე არ ვიცი, მაგრამ მიხარია, რო ორივე ნათლია ჩემი მეგობარია და, რა კარგი იქნება, თუ მე და ჩემი ერთადერთი ნათლული, პატარა, საყვარელი ალექსანდრაც, ასე ვიმეგობრებთ, როცა გაიზრდება-თქო.

4.

ფეისბუქზე უცნაური წერილი დამხვდა, დასაწყისი ისეთივე ჰქონდა, როგორც ბოლო პერიოდში მოსულ წერილებს, მაგრამ გაგრძელება აღმოაჩნდა სასაცილო:

„სულ შემთხვევით წავაწყდი და გუშინ ყველა ნაწილი ერთად წავიკითხე სიამოვნებით. საინტერესოა – თხრობის მანერა, დინამიკა, აქცენტები. ბლოგს ვგულისხმობ, მიხვდებოდი. რთულია ცარიელი დღეები ასე სავსედ გადმოსცე. ზოგ მონაკვეთში, გეოგრაფიული თვალსაზრისით იმდენად ნაცნობი გარემო იყო აღწერილი, ცოტაც და შემოგძახე… გამარჯობა ნონო! თურმე მეზობლებიც გკითხულობენ. მოკლედ, წარმატებები.“

თავიდან ტრადიციულად მადლობა გადავუხადე, მიხარია რო მოგწონს-თქო, მაგრამ მერე მივწერე, არ ვიცი, რომელი მეზობელი ხართ-თქო და თან ვფიქრობდი იქნებ ეშლება მეთქი. თუმცა აღმოჩნდა, რო ეშლება კი არა, ჩემს სადარბაზოში, ჩემსავე სართულზე ცხოვრობს და იმის გამო, რო ჩემსავით მეზობლებთან დიდად კონტაქტურობით არ გამოირჩევა, ერთმანეთს არ ვიცნობთ. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღვნიშნო, რო ჩემს სართულზე 6 ბინაა, მაგრამ ნანახი მაინც ხომ უნდა მყოლოდა ადამიანი…

5.

ის ბლოგი გადავიკითხე, სადაც ჩემი ბლოგი იყო ნახსენები, ამასწინათ ავტორმა რო მომწერა. ჰოდა ვიფიქრე, რო აი, მაინც აქ იყოს ლინკი:

http://tinyurl.com/znlvhx7

და კიდე 1 ბლოგი გამხსენდა, სადაც ადრე ჩემი ბლოგი ახსენეს, და ესე იყოს აქ:

http://tinyurl.com/hogyhfr

მერე კი გასაუბრებაზე წავედი. შეიძლება ახალი სამსახური დავიწყო. რაღაც დამავალეს და რასაც მოვიფიქრებ, თუ მოეწონებათ, ძალიან კარგი იქნება. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა, ჩემზეა დამოკიდებული.

6.

დღეს რო გავიღვიძე, მივხვდი, რო მთელი კვირა გავიდა და წინა ნაწილისთვის თაგები არ მქონდა გაკეთებული. გავუკეთე, მარა ნიშანი იყო, იმის, რო არ ვიცი მართლა ყველაფერს აქვს თუ არა დასასრული, მაგრამ ამ ამბავს აღმოაჩნდა. ჩემი ბლოგი, 6 თვიანი არსებობის შემდეგ უნდა დასრულებულიყო.

მერე უცებ გამახსენდა, ბარსელონაში, რო ვიყავი, ერთ ძალიან ლამაზ კაფეში შევედი, კედლები სულ პატარ-პატარა ფერადი ფურცლებით იყო სავსე და ყველა რასაც უნდა აწერდა. ხოდა მეც მივაწერე. მაგრამ ეს ისტორია დამთავრდა. მე ბედნიერი ვარ და მასაც იგივეს ვუსურვებ.

არ ვიცი, შეიძლება მალე კიდევ მომინდეს, დავწერო რამე და იმედი მაქვს, ისევ მოუთმენლად და ინტერესით დაელოდებით ხოლმე ოთხშაბათს, ან რაღაცშაბათს. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ თუ სურვილი გაგიჩნდებათ ფეისბუქიდან შეიტყობთ: https://www.facebook.com/nono.antadze.1

მადლობა ყველას – ვინც მწერდა, თუ როგორ მოწონს ჩემი ბლოგი, ვინც მწერდა რო წერა მოვანდომე, ვინც მწერდა, რო დავეხმარე, ან ვინც უბრალოდ ჩუმად კითხულობდა.

The End

Featured image

Advertisements

6 thoughts on “დღეები (XXV ნაწილი)

  1. არ ვალაიქებ იმიტომ, რომ საშინლად დამწყდა გული ;( თუმცა ვგრძნობდი, რომ უნდა დასრულებულიყო, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვგრძნობდი… ტკივილი და მარტოობა უფრო ხშირად აწერინებს მგონი ადამიანებს… ჰოდა ბედნიერი იყავი ^_^ ძალიან მწყდება გული, მაგრამ გამიხარდება, ძალიან გამიხარდება, თუ ერთი ბედნიერი ადამიანით მეტი ივლის ,,დუნიაზე” :))))) Good luck, Nono!!!

    Like

  2. ვიცოდი, არაფერი დამხვდებიდა, მაგრამ ჩვეულებისამებრ მოვედი მაინც ))
    დღეები.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s